вторник, 10 июня 2014 г.

 
პროექტის სახელწოდება: ,,ასე უყვარდათ“.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაიგებენ  სიყვარულის არსს. სიყვარულისა  და მოვალეობის ურთიერ შეთავსება, ცნობილი პიროვნებების სიყვარულის ისტორიების მაგალითებზე ეპოქის პრობლემების გათავისება.
პროექტის აქტუალობა: სიყვარულის  როლი ღირსებისა და ზნეობრივი იდეალების ჩამოყალიბებაში, ოჯახის შექმნაში, ერთგულებისა და ნდობის ფაქტორის, ურთიერთპატივისცემის უნარ-ჩვევების  გაღრმავება-განვითარებაში.
პროექტის მიზნები: სიყვარულის გაგება-გააზრებისა და გაფრთხილების უნარის გამომუშავება, ინფორმაციების მოძიება-დამუშავება,  კვლევა-ძიებითი ხასიათის  სამუშაოების ჩატარება, ისტ-ის საშუალებით მოძიებული ინფორმაციების  დახარისხება-შენახვა.
მონაწილეთა ასაკი: 16 წელი,
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე-2014 წლის 15 მარტიდან 15 აპრილამდე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოძიებული მასალების მიხედვით შექმნიან ცნობილი პიროვნებების ნაცნობი და უცნობი სიყვარულის ისტორიებს, ხელნაწერ ჟურნალებს,  თემიდან გამომდინარე რუბრიკებს,
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, სკანერი, ბიბლიოთეკა, დიდი ფორმატის ქაღალდი, ფანქრები, საშლელი, ფლმასტერი, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ჭიკარტები, ნახატები.
პროექტის მსვლელობა: სლაიდ-შოუს  ფონზე წარმოდგენილი იქნება  სიყვარულის ისტორიები  შესაბამისი რუბრიკებით: „ყვავილები მარგარიტასათვის“,  „გადამქრალი ვარსკვლავი“ და სხვა. საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ ჯგუფებს დაევალებათ შეაჯერონ და დაახარისხონ მოძიებული ინფორმაცია და შექმნან საპრეზენტაციო ფაილები, ხელნაწერი ჟურნალები, ბუკლეტები-შეათანხმონ, გააანალიზონ და წარმოადგინონ მიცემული დავალებები საპრეზენტაციოდ.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, რუსული ენა-ლიტერატურა, ისტორია, მუსიკა, ხელოვნება,ინგლისური ენა,გეოგრაფია,სამოქალაქო განათლება.
პროექტის ხელმძღვანელი: გუგული ცინცაბაძე-ქ.ქობულეთის N 1 საჯარო სკოლის  მე-10 კლასის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  gcincabadze83@gmail.com
პროექტის ბლოგი:    http://meore-gugulicincabadze.blogspot.com/


Комментариев нет:

Отправить комментарий